პორტუგალიაში შოკოლადისგან რონალდოს ქანდაკება შექმნეს - VIDEO

პორტუგალიელმა კონდიტერმა ჟორჟე კარდოზუმ "იუვენტუსის" ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდოს შოკოლადის ქანდაკება შექმნა. სკულპტურის ზომა ფეხბურთელის გაბარიტებს ზუსტად ემთხვევა. ამჟამად ნამუშევარი პორტუგალიური ოვარეს კარნავალზეა გამოფენილი. ხოლო მოგვიანებით კი "შოკოლადის რონალდოს" ფეხბურთელის მადეირას მუზეუმში გადაიტანენ. ოსტატს ქანდაკების შესაქმნელად 200 საათი დასჭირდა.