პრემიერლიგაში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოავლინეს

„ლივერპულის“ მარცხენა მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი პრემიერლიგის დასრულებული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს. ინფორმაცია Skysports-მა გაავრცელა. 

21 წლის უნიჭიერეს ინგლისელ მოთამაშეს ყოველწლიური ჯილდო გადასცეს.  აღნიშნული პრიზი ინგლისის ჩემპიონატის 23 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს, ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ გადაეცემა. ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე ექსპერტების და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად გამოავლინეს.