"ყატარი 2020"-ის დაწყების და დასრულების თარიღი ცნობილია

"ფიფას" ოფიციალურმა ვებგვერდმა, ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების და დასრულების თარიღი ოფიციალურად გაასაჯაროვა. ყატარის "მუნდიალი" სტარტს 21 ნოემბერს აიღებს და 18 დეკემბერს დამთავრდება. 

დღეში ჯგუფური ეტაპის 4 თამაში ჩატარდება, ხოლო 3 დეკემბერს პლეი-ოფი დაიწყება.