რაფაელ ნადალი "წლის ჯენტლმენი“ მესამედ გახდა

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა მიიღო პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) პრიზი – „წლის ჯენტლმენი“. ეს ჯილდო ლეგენდარული შვედი ჩოგბურთელის სტეფან ედბერგის სახელს ატარებს.

ნომინანტებს შორის იყვნენ – არგენტინელი დიეგო შვარცმანი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი და ავსტრალიელი ჯონ მილმენი.

ესპანელმა ჩოგბურთელმა ეს პრიზი ზედიზედ მესამედ მოიგო.