რაგბიში მსოფლიო ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა გახდა

სამრეთ აფრიკის ნაკრებმა რაგბის მსოფლიო ჩემიპონატის ფინალში ინგლისი დაამარცხა. ფინალური მატჩი დასაწყისიდანვე სამხრეთ აფრიკელთა უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 6:12, შეხვედრის დასასრულს კი - 12:32 დაფიქსირდა.

შედეგად, სამხერეთ აფრიკა მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი რაგბიში. ამ მაჩვენებლით ის ახალ ზელანდიას გაუთანაბრდა.