რაგბიში საქართველომ ურუგვაი 33:7 დაამარცხა

რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები ურუგვაის შეხვდა. 5 ლელო და ჩვენი ნაკრებისათვის ისტორიაში პირველი ბონუსით ბორჯღალოსნებმა მეტოქე 33:7 დაამარცხეს.

საქაერთველოს მხრიდან ლელო ალექსანდრე თოდუამ, ოთარ გიორგაძემ, ლევან ჩილაჩავამ, ჯაბა ბრეგვაძემ და გიორგი კვესელაძემ დადეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველთა 8 ნომერი ოთარ გიორგაძე დასახელდა.

შედეგად, საქართველომ ხუთი ქულა მოაგროვა და D ჯგუფში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ფიჯის წინააღმდეგ გამართავს.