რაგბიში უელსისა და საქართველოს შეხვედრა დასრულდა

რაგბიში უელსისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დაპირისპირება 18:0 დასრულდა. 

8 ერის "შემოდგომის თასის" ტურნირის შეხვედრა პაკ სქარლეთის მოედანზე გაიმართა. 

პირველი ტაიმი მასპინძლების უპირატესობით, 10:0 წარიმართა. შეხვედრის მეორე ნახევარში კი მასპინძლებმა ქართველ სტუმრებს ჯარიმა გაუტანეს და ერთი ლელოც დადეს. 

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 29 ნოემბერს გამართავს. მისი მეტოქე ირლანდიის ეროვნული გუნდი იქნება.