რამაზ ზოიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა

ტოკიოს ოლიმპიადაზე რამაზ ზოიძემ (67კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვება ვერ შეძლო. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველი გერმანელ, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ფრანკ შტებლერს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 4:5 დამარცხდა.