რამაზ ზოიძე ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის მესამე დღეს, რამაზ ზოიძემ (67კგ)  ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელი, ალ ობაიდი ანგარიშით 10:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალური დაპირისპირებები 13:15 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 4 აგვისტოს გაიმართება.