რამაზ ზოიძემ სომეხი მოჭიდავე დაამარცხა და ოლიმპიადის საგზური მოიპოვა

რამაზ ზოიძემ, რომელიც ბერძნულ-რომაულ სტილში ჭიდაობის 67 კილოგრამ კატეგორიაში ასპარეზობდა სომეხი არსენ გალსტიანი დაამარცხა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა.

ბუდაპეშტში გამართულ ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირის ნახევარფინალში შეხვედრა ანგარიშით 10:1 დასრულდა, რის შედეგადაც ზოიძე ფინალში გადავიდა.