"რასინგში" გიორგი პაპუნაშვილის დებიუტი შედგა

ლა ლიგა 2-ის 23-ე ტურში "დეპორტივომ" რიაზორზე "რასინგს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. სანტანდერელთა შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს, გიორგი პაპუნაშვილს, რომელიც მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა. შეგახსენებთ რომ ჩვენებური, ლა ლიგა 2-ის აუთსაიდერ გუნდში 6-თვიანი იჯარით გადავიდა. 23 ტურის შემდეგ "რასინგი" 19 ქულით ბოლო ადგილზეა.