რასიზმის ფაქტი პორტუგალიის ჩემპიონატში - VIDEO

პორტუგალიის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩს, "პორტუსა" და "ვიტორია გიმარაეშს" შორის, სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. მასპინძელი "ვიტორია გიმარაეშის" ქომაგებმა "პორტუს" ფორვარდ მუსა მარეგას რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენეს. 61-ე წუთზე მარეგამ გამარჯვების გოლი გაიტანა და ფანების მიერ ნასროლი სკამი თავზე ირონიულად დაიხურა. შეხვედრის ყველაზე მძიმე ეპიზოდი კი 69-ე წუთზე მოხდა, როდესაც სტუმართა თავდამსხმელმა ლანძღვის გამო, მინდვირს დატოვება პროტესტის ნიშნად განიზრახა. თანაგუნდელთა და მთავარი მწვრთნელის თხოვნის მიუხედავად მარეგა მოედნიდან მაინც გავიდა.