რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ამერიკაში გააგრძელებს

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი, რატი ანდრონიკაშვილი ამერიკის სტუდენტური ლიგის წამყვან გუნდ “კრეიტონში” გადავიდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით 19 წლის გამთამაშებელს ინტერვიუ ESPN-მა ჩამოართა.

გუნდში ჩემ როლს მწვრთნელი გადაწყვეტს. ჩემი მიზანი ვარჯიში და თამაშებში შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენაა. როგორც შეტევაში, ისე დაცვაში მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა გუნდს დავეხმარო - ამბობს რატი ანდრონიკაშვილი