რევაზ დავითაძემ მოსკოვში ოქროს მედალი მოიპოვა

პირველი ოქროს მედალი მოსკოვიდან! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, რევაზ დავითაძემ მოსკოვში 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.

,,საქართველოს ნაკრების წევრმა რევაზ დავითაძემ (89 კგ.) ატაცში 166/171 დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ძალოსანმა აკვრაში 198/203 კილოგრამს გაართვა თავი და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდში კი 374 კილოგრამით მეორე ადგილს დასჯერდა", - აღნიშნულია ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.