რობერტ ლევანდოვსკი საუკეთესო ფორვარდია

პორტალმა GiveMeSport-მა გამოკითხვა ჩაატარა. გულშემატკივრებს თანამედროვეობის საუკეთესო თავდამსხმელი უნდა აერჩიათ. ფინალში გავიდნენ „ბაიერნის“ ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი და „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლუის სუარესი.

ფინალურ დუელში დიდი უპირატესობით პოლონელმა ფეხბურთელმა გაიმარჯვა. რობერტ ლევანდოვსკიმ გამოკითხულთა ხმების 66 პროცენტი მიიღო.