რომის პაპი: ვქმნიდით ჯადოსნურ სამყაროს სახლთან ახლოს, პატარა მოედანზე

ბურთი რომელიც იყო გაკეთებული ნაჭრებისგან და იწვევდა ადრენალინის უსაზღვრო შეგრძნებას - ახალგაზრდა ხორხე ბერგოლიო მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაშს იხსენებს და ახლა, რომის პაპის სტატუსით მრევლს იმ ჯადოსნული სამყაროს შესახებ უყვება, რაც ბავშვობაში, ქუჩაში ჰქონდა. 

84 წლის არგენტინელი პონტიფიკოსი იხსენებს ბედნიერებას, რომელიც მოთამაშეების და მაყურებლების სახეზე იყო აღბეჭდილი და იმ გამარჯვებებს, რომელიც ბუენოს აირესის გუნდმა სან ლორენცომ მოიპოვა. ამის შესახებ პაპმა ფრანცისკემ იტალიურ გამოცემა La Gazzetta dello Sport-თან ისაუბრა

პირველი ლათინო-ამერიკელი პაპი დიეგო მარადონას "პოეტს" უწოდებს, რადგან მას მოჰქონდა ხელოვნება სპორტში. 

"ყავი ძალიან ძვილი ღირდა, ჩვენ კი ღარიბები ვიყავით. რეზინა იშვიათად გამოიყენებოდა, მაგრამ ჩვენ გვინდოდა გვქონოდა ბურთი. ამიტომ ძველ ტანსაცმელს და სხვადასხვა ნაჭრებს დავახვევდით ხოლმე და ვქმნიდით ჯადოსნურ სამყაროს სახლთან ახლოს, პატარა მოედანზე", - ამბობს პაპი ფრანცისკე. 

კათოლიკური სამყაროს სულიერმა ლიდერმა ინტერვიუში ისაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა გოლის გასატანად. მისი თქმით, ადამიანები ან თამაშობენ ერთად ან რისკავენ, რომ სასტიკად წაიქცნენ. მისი თქმით, პატარა ჯგუფები სწორედ ასე ახერხებენ იყვნენ გაერთიანებულნი, წარმატებულები და ერთად იბრძოლონ უფრო დიდი გუნდის შესაქმნელად.

რომის პაპმა შშმ სპორტსმენებზეც ისაუბრა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში "მარგინალიზებულნი იყვნენ მდიდარი სპორტსმენების მხრიდან". მოძღვრის თქმით ახლა მათ პარაოლიმპიური თამაშები აქვთ, სადაც შეუძლიათ გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი და დაამსხვრიონ სპორტში არსებული ბიუროკრატია. 

"სპორტმა შეძლო და ბევრ ადამიანს, წარბებზე ოფლით, შეაძლებინა გატოლებოდა სხვებს, ვისაც ტალანტი ჰქონდა ჯიბეში", - თქვა რომის პაპმა ინტერვიუში.