რონალდინიოს დედა COVID-19-ით გარდაიცვალა

ბრაზილიელი ფეხბურთელის, ბარსელონას ყოფილი ნახევარმცველის რონალდინიოს დედა კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.  

დედის ინფიცირების შესახებ 22 დეკემბერს თავად ფეხბურთელმა განაცხადა. 

ცნობილი ფეხბურთელის დედა 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ. 

ცნობისთვის, გასული წლის ოქტომბრის თვეში COVID-19-ით თავად 40 წლის ფეხბურთელიც დაინფიცირდა, თუმცა მან დაავადება მარტივად, სიმპტომების გარეშე გადაიტანა.