როცა შენი ქვეყნის წარმატება მთელი გულით გიხარია - მეხანძრე-მაშველების ემოციური ვიდეო - VIDEO

სოციალურ ქსელში მეხანძრე-მაშველების ემოციური ვიდეო ვრცელდება, რომელშიც მაშველები რაგბიში საქართველოს გამარჯვებას აღნიშნავენ.

"როცა შენი ქვეყნის წარმატება მთელი გულით გიხარია",- ასე აღწერს ვიდეოს facebook მომხმარებელი, ბექა მჭედლიშვილი.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბიში რუსეთი დაამარცხა. მატჩი ანგარიშით 23:6 დასრულდა.