რუსული პორტალი თორნიკე შენგელიაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

რუსული Match TV-ს ცნობით ''ბასკონიას'' ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია კარიერას მოსკოვის ცსკა-ში გააგრძელებს. რუსული კლუბი 28 წლის ქართველ შემტევთან კონტრაქტს მიმდინარე კვირაში გააფორმებს.

შეგახსენებთ რომ ცოტა ხნის წინ ესპანურმა გამოცემა, Marca-მ თორნიკე შენგელიას კომენტარი გაავრცელა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ლიდერი რუსეთში გადასვლას უარყოფდა.