,,საამაყო ხარ!" - შოთა არველაძე

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და ტაშკენტის ,,ფახთაქორის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილის ისტორიულ გამარჯვებას ეხმაურება.

,,ფედერერი დამარცხებულია! ნიკოლოზ ბასილაშვილი, საამაყო ხარ!", - მიმართავს არველაძე ბასილაშვილს.

ცნობისთვის, საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, როჯერ ფედერერი დაამარცხა.