საბა გიგიბერიას დიდი წარმატება ამერიკაში

ქართველი ცენტრი საბა გიგიბერია NCAA-ს ცნობილი გუნდის, ჯორჯია ტექის წევრი გახდა. ჯერ კიდევ ნოემბერში გადაწყვეტილი იყო რომ 216 სანტიმეტრიანი ახალგაზრდა ქართველი ცენტრი "ყვითელი ჟაკეტების" შემადგენლობაში ჩაირიცხებოდა. ამრიგად NCAA-ის I დივიზიონში სამი ქართველი კალათბურთელი ითამაშებს: სანდრო მამუკელაშვილი, გიორგი ბეჟანიშვილი და საბა გიგიბერია. ჯორჯიელთა გუნდში საბა 5 ნომრიან მაისურს მოირგებს.