საბა ინანეიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველი ძიუდოისტი საბა ინანეიშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. იტალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მან უზბეკი მოწინააღმდეგე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. 

დღეს ამავე ტურნირზე თავის წონით კატეგორიაში საქართველოს კიდევე ერთი ოქრო ილია სურმანიძემ მოუპოვა.