საფრანგეთში ქართველი მორაგბე დაიღუპა

საფრანგეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქართველი მორაგბე, ბექა ბურდიაშვილი დაიღუპა. ტრაგიკულ შემთხვევას კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი ადასტურებს. "გროლეს" ქართველი სპორტსმენი "ლავორთან" გასამართი მატჩისთვის სტადიონისკენ მიდიოდა რა დროსაც იგი ავარიაში მოყვა. მომხდარის გამო თამაში გადაიდო.