ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
პირველმა ტაიმმა საგოლე მომენტების გარეშე ჩაიარა და ფრედ 0-0 დასრულდა.
მატჩის მეორე ტაიმში, საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან 74-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიას გოლით დაწინაურდა.
თუმცა, დამატებით დროში, 90+2′ წუთზე, მსაჯმა საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დანიშნა და მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა.
მატჩი „ტოდორ პროესკი არენაზე“ გაიმართა.