საქართველოს ნაკრებმა უზბეკეთი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. 

ნაკრებმა წლის ბოლო შეხვედრა უზბეკეთთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. 

ამხანაგური შეხვედრა საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებებს შორის, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა 11 ნოემბერს, შვედეთი დაამარცხა.