საქართველო ამაყობს! - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველ ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიურ მედალს ულოცავს.

„კიდევ ერთი მედალი ! საქართველო ამაყობს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლაშა შავდათუაშვილისთვის ეს მესამე ოლიმპიური მედალია. მას აქამდე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები ჰქონდა მოპოვებული.