საქართველო ფუტსალში ევრო 2022-ის მონაწილეა

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 20202-ის მონაწილეა. ეს სერბეთის ქალაქ ვრსაჩში გამართული მატჩის შემდეგ გადაწყდა, როცა მეოთხე შესარჩევ ჯგუფში სერბეთმა რუმინეთს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ - 4:4. დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები მოხვდა ჯგუფური ეტაპის იმ საუკეთესო რვა გუნდს შორის, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის საგზურს პირდაპირ მიიღებენ. „ჯვაროსნებისთვის“ ეს ისტორიული მიღწევაა.

ფუტსალის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ნიდერლანდებში გაიმართება.