საქართველო ისტორიული მატჩის მოლოდინში

დღეს, 12 ნოემბერს, ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. საქართველოს გუნდს 30-წლიან ისტორიაში პირველად აქვს ასეთი შანსი. მოგების შემთხვევაში, „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა „დინამო-არენაზე“  21 საათზე დაიწყება. 

გადამწყვეტი მატჩის წინ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ გუშინ გაავრცელა.