საქართველო-საბერძნეთი შეხვედრა ანგარიშით 0:2 დასრულდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთთან შეხვედრაში ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ საკვალიფიკაციო შეხვედრაში გოლი ბერძნებმა პირველ ნახევარში 11-მეტრიანი დარტყმით გახსნეს, ხოლო მეორე გოლი 95-ე წუთზე გაიტანეს. 

შეხვედრას ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მაყურებელი არ ესწრებოდა. მას თვალ მხოლოდ საბერძნეთის დელეგაცია და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.