საქართველო Vs რუსეთი მატჩი რაგბიში 16:7 დასრულდა

"ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს. შეხვედრა, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა 16:7 დასრულდა. 

პირველი ლელო ვასილ ლობჟანიძემ მატჩის 46-ე წუთზე დადო. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე თედო აბჟანდაძემ კიდევ ორი ჯარიმა ჩაწერა, რის შედეგადაც ანგარიში გაიზარდა და მასპინძლებმა რუს მოწინააღმდეგეებს მოუგეს. 

ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა მაყურებლის გარეშე გაიმართა.