საქართველომ პარალიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა

საქართველოს სახელით სპორტსმენებმა პარალიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულეს. ნაკრების სპორტსმენებმა სამი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. 

მათ შორის ნინა თიბილაშვილმა - ხმლით ფარიკაობაში, ინა კალდანმა - -70 წონით კატეგორია, ძიუდოში, ხოლო რევაზ ჩიკოიძემ +100 წონით კატეგორია ძიუდოში. 

თამაშების ოფიციალური დახურვა 5 სექტემბერს გაიმართება.