საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები ტაჯიკეთთან დამარცხდა - VIDEO

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკში, განვითარების თასის B ჯგუფის უკანასკნელ მატჩში ტაჯიკეთთან 1:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები გიორგი დუნდუას გოლით დაწინაურდა, თუმცა საკუთარ კარში ორი ბურთი მიიღო და შეხვედრა დათმო. საქართველოს ნაკრებმა B ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ტურნირზე მეხუთე-მეშვიდე ადგილებისთვის იბრძოლებს.