საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ფინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ,17 და 19 ნოემბერს ფინეთთან, ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს ფინეთთან. პირველი შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ 14:00 საათზე გაიმართება, ხოლო მეორე - სათადარიგო მოედანზე 17:00 საათზე. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. 

მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ უკვე შეკრიბა გუნდი და სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ავარჯიშებს.