საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა კოსოვო დაამარცხა

საქართველოს 19 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ფეხბურთში კოსოვოს ნაკრები დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური რაუნდი ნორვეგიაში იმართება.შეხვედრა ანგარიშით 1:0 დასრულდა. 

რაუნდის ბოლო მატჩს საქართველო მასპინძელ ნორვეგიასთან 12 ოქტომბერს გამართავს. 

კოსოვოსთან მატჩში, გამარჯვების გოლი ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა.