საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ვასილ მაისურაძემ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების იმ ფეხბურთელების სია დაასახელა, რომლებიც ლიხტენშტაინთან ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩს გამართავენ. 

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლოკომოტივი”, თბილისი), ლუკა სანიკიძე („თელავი“), დავით კერესელიძე („გაგრა”)

მცველები: ცოტნე კაპანაძე, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გიორგი-ჯემალ ჯინჯოლავა (სამივე – „ლოკომოტივი“, თბილისი), ლუკა ასათიანი, შალვა ბურჯანაძე (ორივე – „სამგურალი“, წყალტუბო), ილია ბერიაშვილი („თელავი“), ლუკა ქაფიანიძე („ტორპედო“, ქუთაისი).

ნახევარმცველები: გიორგი კუცია, ირაკლი აზაროვი, ანზორ მექვაბიშვილი (სამივე „დინამო თბილისი“), დავით სამურკასოვი, ბექა დარცმელია, თორნიკე ძებნიაური (სამივე – „ლოკომოტივი“, თბილისი), რატი არდაზიშვილი („რუხი“, ლვოვი), იური ტაბატაძე ( „საბურთალო“, თბილისი).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე – „საბურთალო“, თბილისი), ნუგზარ სპანდერაშვილი („დილა“, გორი), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“, თბილისი) , სერგო კუხიანიძე („სამგურალი“ წყალტუბო).