საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. რუსეთში მიმდინარე ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში ქართველი ძიუდოისტები ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდნენ და შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. 

საქართველო-ნიდერლანდების შეხვედრები ჯამურად 4 - 3 ანგარიშით დასრულდა.