საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბიში რუმინეთი დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა რაგბიში რუმინეთი დაამარცხა. 

შეხვედრის პირველ ნაწილში საქართველოს მხრიდან ლელო თედო აბჟანდაძემ გაიტანა და ანგარიში 13:07 დაასრულეს.

მეორე ნახევარში ბექა გიგაშვილმა და აკა ტაბუცაძემ საქართველოს ანგარიშზე კიდევ ორი ლელო ჩაწერეს.

მატჩი ანგარიშით 28:17 დასრულდა.