საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გერმანია დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა, ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წინასწარი რაუნდი წარმატებით დაიწყო. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩვენებურები გერმანიის ნაკრებს შეხვდნენ და მოწინააღმდეგე 3-1 დაამარცხეს. შეგახსენებთ რომ ქართველები F ჯგუფში ასპარეზობენ, სადაც მათთან ერთად გერმანია, ავსტრია და კოსოვო თამაშობს.