საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა

კალათბურთში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა. მატჩი ანგარიშით 94:90 დასრულდა. 

მიუხედავად იმისა, რომ თამაშის დასაწყისიდან საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, მდგომარეობა მალევე გამოასწორა და პირველი მეოთხედი 28:18 დაასრულა. 

მომდევნო პერიდში, სერბებმა მოახერხეს და პირველი ტაიმის დასასრულს 7 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. თუმცა, საბოლოოდ საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა სწორად შესრულებული რამდენიმე საჯარიმოთი და სამქულიანის ჩაგდებით, მატჩი ტრიუმფით დაასრულეს.