საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს რუმინელი მწვრთნელი ეყოლება

საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ნაკრებს, რუმინელი სპეციალისტი - სანდუ ფლორინ იაკობი გაწვრთნის.

43 წლის რუმინელი, რომელმაც კარიერა 2016 წელს დაიწყო, მთავარ მწვრთნელად ხუთ რუმინულ გუნდსა და რუმინეთის ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობდა.

სანდუ იაკობი მოთამაშის რანგში რუმინეთის ჩემპიონი 4-ჯერ გახდა, ხოლო თასის მოგება 5-ჯერ მოახერხა. მას რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში 154 მატჩი აქვს ჩატარებული. ფლორინი 2009 წლის ხორვატიის მსოფლიოს ჩემპიონატზე რუმინეთის ნაკრების კაპიტანი იყო.