საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩი გამართა და ხაენში ესპანეთთან 89:61 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები უკრაინასთან მოგების შემდეგ ესპანეთში თორნიკე შენგელიასთან ერთად გაემგზავრა. თუმცა მას ტრავმის გამო ექიმებმა თამაშის უფლება არ მისცეს.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს თითო მოგება-წაგება აქვს.