საქართველოს ნაკრები ფეხბურთში ესპანეთთან 1:2 დამარცხდა

საქართველოს ნაკრები ფეხბურთში ესპანეთთან 1:2 დამარცხდა.

შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა. საქართველოს მხრიდან მოწინააღმდეგეთა კარში გოლი პირველი ტაიმის 44-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. შეხვედრის მეორე ნახევარი გაცილებით დრამატული აღმოჩნდა. ესპანელებმა საქართველოს ორი გოლი, მათ შორის ერთი, დამატებით პერიოდში გაუტანეს. 

მსოფლიო ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში საქართველო ამ დროისთვის მე-5 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ 31 მარტს გამართავს.