საქართველოს ნაკრები რაგბიში ფიჯისთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბიში ფიჯისთან დამარცხდა. "შემოდგომის ერთა თასის" ბოლო შეხვედრაში ანგარიში 38:17 დაფიქსირდა.

მატჩი ფიჯელთა უპირატესობით წარიმართა. მათ შეხვედრის პირველი ნახევარი 19:10 შედეგით დაასრულეს.

უპირატესობა შეინარჩუნეს მასპინძლებმა მეორე ნახევარშიც. სულ ფიჯელებმა 6 ლელო დადეს, მაშინ, როდესაც ბორჯღალოსნების ანგარიშზე სამი ლელო ჩაიწერა.

ტურნირის ფინალი ხვალ გაიმართება, სადაც ერთმანეთს ინგლისისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.