საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი თენგიზ სიჭინავა გარდაიცვალა

48 წლის ასაკში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, თენგიზ სიჭინავა გარდაიცვალა. ვეტერანი ფეხბურთელის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. 

სიჭინავა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, თამაშობდა სოხუმის „დინამოში“ (1989) და „ცხუმში“ (1990-1993), ბათუმის „დინამოში“ (1993-2001), კალინინგრადის „ბალტიკაში“ (2001), სმოლენსკის „კრისტალში“ (2002-03), თბილისის „ლოკომოტივში“ (2004) და ბოლნისის „სიონში“ ( 2003, 2006-07).

საქართველოს ნაკრებში ის იოჰან ჰოსკამპის მწვრთნელობის დროს ასპარეზობდა.