საქართველოს ნაკრებმა მაკედონიის წინააღმდეგ ფრედ ითამაშა

ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 1:1 დასრულდა. ანგარიში თერთეტმეტრიანი ნიშნულიდან ოქრიაშვილმა გახსნა. აღსანიშნავია რომ მასპინძელთათვის პენალტი ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა. 

სტუმრებმა წონასწორობა 33-ე წუთზე აღდგინეს. მეკარესთან პირისპირ სტეფან რისტოვსკი გავიდა და ჩრდილოეთ მაკედონიელებს ქულა მოუტანა.

ერთა ლიგის C2 ჯგუფში გამართული 2 ტურის შემდეგ საქართველოს 4 ქულა აქვს და პირველ ადგილს ასევე 4 ქულის მქონე ჩრდილოეთ მაკედონიასთან იყოფს.