საქართველოს ნაკრებმა რაგბიში რუსეთი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბიში რუსეთი დაამარცხა.

შეხვედრის პირველ ნაწილში საქართველოს მხრიდან ორი ლელო აკა ტაბუცაძემ და თედო აბჟანდაძემ გაიტანეს და ანგარიში 16:0 დაასრულეს.

მეორე ნახევარში დავით ნონიაშვილმა საქართველოს ანგარიშზე კიდევ ერთი ლელო ჩაწერა.

მატჩი ანგარიშით 23:6 დასრულდა.

მომდევნო თამაშს ბორჯღალოსნები 28 მარტს 15:00 საათზე გამართავენ. ისინი მიხეილ მესხის სტადიონზე რუმინეთს უმასპინძლებენ.