საქართველოს ნაკრებმა რაგბიში პორტუგალია დაამარცხა

რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის დამარცხება მარტივად შეძლო. მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ანგარიშით 27:16 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის პირველი ნახევარი პორტუგალიის სასარგებლოდ, ანგარიშით 13:10 დასრულდა, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში გიორგი მელიქიძის ლელოს წყალობით ეროვნული ნაკრები დაწინაურდა. 66-ე წუთზე შალვა მამუკელაშვილმა სხვაობა 6-მდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი თორნიკე ჯალაღონიამ დააფიქსირა.  პირველი ლელო  მატჩის 18-ე წუთზე მირიან მოდებაძემ დადო, 27-ე წუთზე კი - ჯაბა ბრეგვაძემ.