საქართველოს ნაკრებს "რვა ერში" ისევ მოიაზრებენ

საქართველო შემოდგომაზე გასამართ „რვა ერის“ გათამაშებაში იაპონიას შეცვლის და მსოფლიო თასის გარეთ ინგლისს ისტორიაში პირველად შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ პოპულარული გამოცემა Telegraph-ი ავრცელებს. 

პლატფორმის ჟურნალისტი გევინ მეირსი წერს, რომ ინგლისის გარდა საქართველოს, ირლანდია და უელსი დაუპირისპირდებიან. მეორე ჯგუფში შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია და ფიჯი იასპარეზებენ.

 ჯგუფების გამარჯვებულები ფინალურ დაპირისპირებას 5 დეკემბერს გამართავენ.