საქართველოს პარალიმპიური დელეგაცია იაპონიაში გაემგზავრა

საქართველოს პარალიმპიური დელეგაცია იაპონიაში უკვე გაემგზავრა. ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიადა 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაიმართება.

მანამდე კი, ქართველი პარასპორტსმენები ტოკუშიმას პრეფექტურაზე მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებას გაივლიან. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით სპორტის 6 სახეობაში 14 სპორტსმენი გამოვა.