საქართველოს სახელით მოასპარეზე ანტონ პლესნოი ატაცში ევროპის ჩემპიონია

მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ანტონ პლესნოიმ საქართველოს დროშა ააფრიალა. მან სამივე მისვლა წარმატებით დაძლია და პირველ მოძრაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. მისი შედეგი 180 კგ-ია. 

ანტონ პლესნოი უკრანელი სპორტსმენია, რომელიც საქართველოს სახელით ასპარეზობს.